საზოგადოება

ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველო დესპოტიზმის გზას დაადგა 

13 ნოემბერი, 2021 • 986
ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველო დესპოტიზმის გზას დაადგა 

ესტონეთის ყოფილი პრეზდენტი  ტომას ჰენდრიკ ილვესი ტვიტერზე  წერს, რომ საქართველო დესპოტიზმის გზას დაადგა. ის “გირჩის” წევრის დაკავების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობას აზიარებს და წერს:

“საქართველო, მსგავსი ინციდენტებით და პრეზიდენტ სააკაშვილის დამცირების ამსახველი შემზარავი ფილმით ცენტრალური აზიის დესპოტების მიერ კარგად გაკვალულ გზას დაადგა. მათ [საქართველოს ხელისუფლებას] აღარ აინტერესებს დასავლური ან ევროპული წესები, აღარც ქართული”.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების საჭიროებას უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს.

“ვეღარ ვხედავ საჭიროებას, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გამონაკლისს წარმოადგენდა აზიურ დესპოტიზმში. რატომ უნდა ხარჯოს ჩემმა ქვეყანამ ფული საელჩოს შენახვაში?”.

მასალების გადაბეჭდვის წესი