საზოგადოება

ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველას შეეძლება

9 ნოემბერი, 2021 • 1748
ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველას შეეძლება

ამიერიდან ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შეეძლება ნებისმიერ ვაქცინირებულ პირს, რომელიც 18 ან მეტი წლისაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო გაიმართა.

მისივე გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებული პირები ე.წ. ბუსტერ დოზაზე დაიშვებიან.

მანამდე, საბჭო ამბობდა, რომ “ასტრაზენეკა” თავად აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ ვაქცინას მესამე, ბუსტერ დოზა არ სჭირდება

„ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმისა“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის ან გაიკეთოს ფაიზერის დოზა.

ასტრაზენეკას შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია  გაიკეთოს ფაიზერის ბუსტერ დოზა, რაც შეეხება ფაიზერით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში ფაიზერის დოზის გამოყენება.

არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წელს ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“, ბუსტერს დოზის გამოყენება შეეძლებათ არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან“, – თქვა დღევანდელი სხდომის შემდეგ გაბუნიამ.

გარდა ბუსტერ დოზებისა, დღეს, 9 ნოემბერს საბჭომ დაუშვა 12-დან 15 წლამდე პირების აცრაც.

საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას — გაბუნია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი