დღეს პარლამენტის განთლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავს.
კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენაც დღეს არის დანიშნული, ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დამნაშავის გათავისუფლებას რამდენიმე მუხლით.

ამნისტია შესაძლოა შეეხოს 2003-2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის _ ატესტატის დამზადებას, შეძენას და გასაღების მიზნით შენახვას. ასევე, ატესტატში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას.
კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის საშემოდგომო სესიაზე, დეკემბერში, შევიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *