საზოგადოება

სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას — იასკო

1 ნოემბერი, 2021 • 1112
სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას — იასკო

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

იასკომ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და „ამას რამე უნდა მოვუხერხოთ, ის უნდა გათავისუფლდეს“.

„არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას… ეს ძალიან მძიმეა. მან დაახლოებით 20 კილოგრამი დაიკლო წონაში, აქვს ძალიან მძიმე სიმპტომები“ ,— ამბობს იასკო.

საქართველოს არჩევნებთან თუ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასოდ იასკომ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ქართული მხარის სპიკერებმა უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, იასკო, როგორც რადას დეპუტატი, აცხადებს:

„ჩვენ გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, მაგრამ ბევრია დამოკიდებული ქართულ ხელისუფლებაზე და იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ეს არის ქართული მხარის პასუხისმგებლობა“. — ამატებს ის.


მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი თვეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც.

მელია სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი