საზოგადოება

წულუკიანმა “მთავარ არხს” მიკროფონი დაუბრუნა

29 ოქტომბერი, 2021 • 1735
წულუკიანმა “მთავარ არხს” მიკროფონი დაუბრუნა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარ არხს” წართმეული მიკროფონი დაუბრუნა.

ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

“ნახეთ, მე რა მაქვს… სად არის ემა? ამდენი არხის წინაშე ვამბობ, ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი”, — მიმართა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს ზუგდიდში, კომენტარის ჩაწერისას.

22 ივლისს სენაკის თეატრში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ უბრუნდებდა. თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტით არ დაინტერესებულან საგამოძიებო უწყებები.

ამ თემაზე:

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი