საზოგადოება

გაიღიმეთ, რეესტრიდან ჩიტი გამოფრინდება

5 თებერვალი, 2010 • • 3525
გაიღიმეთ, რეესტრიდან ჩიტი გამოფრინდება
სამოქალაქო რეესტრი კიდევ ერთ სიახლეს ამკვიდრებს მოქალაქეებთან ურთიერთობის სფეროში. რეესტრის სამსახურებში სპეციალური ფოტოჯიხურები დამონტაჟდა. შესაბამისად, პასპორტის და პირადობის მოწმობისთვის საჭირო სურათს მოქალაქე რეესტრშივე გადაიღებს. 
საინტერესო, რომ თითქმის ყველა რეესტრის შენობასთან ახლოს, სასურსათე მაღაზიებში სპეციალური სექცია არის გახსნილი, რომელიც მოქალაქეებს ფოტოების გადაღებით ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ახლა უკვე თავად რეესტრმა შეითავსა.
შესაბამისად, მოქალაქეს რეესტრის ახლოს მდებარე მაღაზიასა თუ ჯიხურში გადასვლის ნაცვლად, ახლა თავად დაწესებულების შენობაში მოემსახურებიან სასურველი სერვისით.
რეესტრის შენობაში დამონტაჟებული ფოტოჯიხური ამოწმებს რამდენად შეესაბამება გადაღებული ფოტოსურათი საერთაშორისო სტანდარტებს, ნათქვამია რეესტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი