საზოგადოება

უფასო მგზავრობა არ უკავშირდება „ოცნების“ აქციას – სატრანპორტო კომპანია

27 ოქტომბერი, 2021 • 2711
უფასო მგზავრობა არ უკავშირდება „ოცნების“ აქციას – სატრანპორტო კომპანია

თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მეტრო-სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიერ ბარათის გამოუყენებლად, ანუ უფასოდ გატარების ამსახველი კადრები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მგზავრთა უფასოდ გატარება არ უკავშირდება მანამდე ჩატარებულ აქციას, არამედ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ტურნიკეტების პროგრამულ ხარვეზთან.

„(მეტრო-სადგურ თავისუფლების მოედანზე) გაფუჭდა ტურნიკეტები. სანამ ტექნიკური ჯგუფი მოაგვარებდა ამ პრობლემას, ჩვენ ვერ დავაყოვნებდით მგზავრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, პრობლემის მოგვარებამდე, უფასოდ გაგვეტარებინა მგზავრები, მათ შორის, როგორც აქციაში მონაწილე მოქალაქეები, ასევე სხვა მგზავრებიც“, – განუცხადეს ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში.

დღეს თბილისში „ოცნების“ მიერ გამართულ აქციას მოქალაქეები დედაქალაქიდან და რეგიონებიდან დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი