საზოგადოება

დღეს

8 თებერვალი, 2010 • • 2551
დღეს

 

13: 00 საათზე,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, კერძო სკოლების ასოციაციის, განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანებისა და განათლების პროფესიული სინდიკატის  წარმომადგენლებს შეხვდება. 

15:00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის და ბრინატულ ქართული ქსელის ორგანიზებით მოეწყობა შეხვედრა, რომელიც პედაგოგთა სერტიფიცირების პრაქტიკის შემოღების პროცესში არსებულ პრობლემებს მიეძღვნება. შეხვედრაზე მიწვეულები არიან განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაკშკინი და მისი მოადგილეები, განათლების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და შეფასების ცენტრის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

17:00 საათზე, ”კავკასიურ სახლში” საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრი ”აბრეშუმის გზა” ჩინელი ფილოსოფოსის სუენ-ძის წიგნის პრეზენტაციას გამართავს. წიგნი ”სამხედრო ხელოვნების შესახებ” ქართულ ენაზე ზურაბ მამნიაშვილმა თარგმნა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი