საზოგადოება

33 ათას ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს

4 თებერვალი, 2010 • • 4186
33 ათას ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ყოველწლიურად 7 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება.

მაკა მაღლაკელიძე, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე კიბოს კონტროლის ცენტრში ამბობს, რომ ეს ტენდენცია ავთვისებიანი სიმსივნით ავადობის მთელ მსოფლიოში ვრცელდება. მისი თქმით “ჩვენ არც ძალიან დაავადებული ქვეყანა ვართ და არც ძალიან ჯანმრთელი”.

დღესდღეობით 33 ათასი ადამიანია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული, რასაც ყოველწლიურად ემატება 7 ათასი ახალი შემთხვევა.

სტატისტიკა, რომელიც მაღლაკელიძემ მოგვაწოდა გვიჩვენებს, რომ ყოველ 100 ათას მოსახლეზე 145 ადამიანი ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული. აქედან ყველაზე გავრცელებული სიმსივნე მამაკაცებში ფილტვის კიბოა,ქალებში კი ძუძუს  და  რეპროდუქციული ორგანოების კიბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი