საზოგადოება

5 წელი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან

3 თებერვალი, 2010 • • 4564
5 წელი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან

5 წლის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით იგი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით გარდაიცვალა. თუმცა ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი საზოგადოების ნაწილს მთელი ამ დროის მანძილზე ჰქონდა. ჟურნალისმა ვახტანგ კომახიძემ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც ის იმ ხარვეზებზე საუბრობდა, რომელიც საქმის გამოძიებას ჰქონდა. ქართული მედია ავრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას გარდაცვალების მიზეზებზე.

მიუხედავად ამისა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღემდე არ შეცვლილა ოფიციალური ვერსია პრემიერ მინისტრის სიკვდილის მიზეზებზე. თუმცა გენერალურ პროკურატურაში გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და კითხვები, რომელიც გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილს უჩნდებოდა, ჯერ არ დაკმაყოფილებულა.
ზურაბ ჟვანია თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ,გარდაცვლილი.
ზურაბ ჟვანია დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

მასალების გადაბეჭდვის წესი