საზოგადოება

დიმიტრი შაშკინი კახა ბენდუქიძეს შეხვდება

3 თებერვალი, 2010 • • 4410
დიმიტრი შაშკინი კახა ბენდუქიძეს შეხვდება

დღეს, 12 საათზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი “თავისუფალ უნივერსიტეტში” გამართავს შეხვედრას უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძესთან ერთად.

შეხვედრის თემა ახალი პროექტია, “ისწავლე დღეს, ასწავლე ხვალ”, რომელიც “ცოდნის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ყველა სტუდენტის უფასო სწავლებას ოთხი წლის მანძილზე. სწავლის დასრულების შემდეგ კი ისინი უნივერსიტეტში ახლადმიღებულ სტუდენტების სწავლის საფასურს გადაიხდიან.

რაც შეეხება ცოდნის ფონდს, ის კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დაარსა და იმავე წელს დააფუძნა “თავისუფალი უნივერსიტეტი”, რომელმაც ორი უნივერსიტეტი გააერთიანა, “ESM თბილისი” და “თბილისის აზია-აფრიკის უნივერსიტეტი”.
“თავისუფალი უნივერსიტეტის” ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე (www.freeuni.edu.ge) ნათქვამია, რომ “ცოდნის ფონდის” ინვესტია 2007 წლიდან დღემდე 34 მილიონი დოლარია, რისი დიდი ნაწილიც ხმარდება პროექტს – საუნივერსიტეტო ქალაქის – კამპუსის მშენებლობას.
“ცოდნის ფონდმა” დიდი დიღმის ტერიტორიაზე შეიძინა 62 ჰექტარი მიწა, სადაც გეგმავს კამპუსის აშენებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი