დღეს ორ საათზე, პარლამენტთან თბილისის მოვაჭრეები გაფიცვას გეგმავენ. ფოთის მოვაჭრეები კი ამ წუთებში აპროტესტებენ ცვლილებას საგადასახადო კოდექსში,Gრომელიც ავალდებულებს მოვაჭრეს გასცეს ზედდებული მყიდველზე. ამავდროულად აქცია იმართება ზუგდიდში, საგადასახადო სამსახურის ოფისთან.

თუმცა კანონი არ ითვალისწინებს პირადი მოხმარებისთვის შეძენილ ნივთზე ზედდებულის გაცემის ვალდებულებას, სამაგიეროდ ითვალისწინებს ზედდებულის გაცემას თუ მყიდველი დიდი ოდენობით შეიძენს რომელიმე სახის საქონელს.
იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე ზედდებულს არ წარადგენს, პირველადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მომდევნო კი 10 000 ლარის ოდენობით ექნება გადასახდელი.
“ეს ცვლილება არანაირად არ ეხება საცალო ვაჭრობას, როცა არსებობს ბიზნეს გარიგებები, მოთხოვნის შემთხვევაში მხარე ვალდებულია გამოწეროს ზედნადები, ცვლილება არ ეხება კერძო ან რამდენიმე შესყიდვას,” განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძემ მედიასთან საუბარში