საზოგადოება

საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა

1 თებერვალი, 2010 • • 4563
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი  საქმიანობა
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებად საქმიანობად კვლავ საფინანსო საქმიანობა რჩება.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საფინანსო საქმიანობით დაკავებული დასაქმებულების საშუალო თვიური ხელფასი 1343 ლარია. 
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მცირე თანხას მეთევზეობით დაკავებული ადამიანები გამოიმუშავებენ, მათი საშუალო თვიური ანაზღაურება მხოლოდ 211 ლარია.
 
საინტერესოა, რომ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის რაოდენობა ყველა სფეროშია გაზრდილი. მაგალითად განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი, თუკი 1998 წლისთვის 46 ლარს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 243 ლარამდეა გაზრდილი. სასტუმრო-რესტორნების სფეროში დაკავებული ადამიანების ანაზღაურებაც მკვეთრად გაიზარდა, 28 ლარიდან 333 ლარამდე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი