რეკლამასაზოგადოება

როგორ მივიღოთ ჯანსაღი რუჯი – 5 საშუალება

5 ივლისი, 2019 • 5986
როგორ მივიღოთ ჯანსაღი რუჯი – 5 საშუალება

ზაფხულში, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, დასასვენებლად გამგზავრება საცხოვრებელი გარემოსგან მოშორებით, პირდაპირ აისახება კანის მდგომარეობაზე. ჩვენ შევეცდებით გირჩიოთ მოვლის ის საშუალებები, რომელიც დაგეხმარებათ იდეალური რუჯის მიღებაში და შეგინარჩუნებთ ჯანსაღ იერს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალობას იძენს რუჯის მიღების ეფექტური და უსაფრთხო ხერხები. ჩვენ შემთხვევაში ძალიან საინტერესო პროდუქტთან გვაქვს საქმე. ეს არის ფრანგული ბრენდის Caudalieს გასარუჯი ზეთი მზისგან დამცავი ფილტრით. ზეთი გამოირჩევა ხავერდოვანი სტრუქტურით, კანზე წასმისას მარტივად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს, სხეული ხდება გლუვი და სასიამოვნო შეხებისას. ამასთანავე, მიღებული რუჯი ერთგვაროვანია. მწარმოებელი გვპირდება, რომ ზეთი  მეგობრულია აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის, არ იწვევს რა გამონაყარის განვითარებას, აქვს მსუბუქი არომატი და მდგრადია წყლის მიმართ.

ამ ყველა ღირსების მიღმა პროდუქტი ეკოლოგიის მიმართაც ლოიალურია. არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, მათ შორის სილიკონს, საღებავს და  პარაბენს, რომელიც აბინძურებს და აზიანებს გარემოს.

თუ ჯერ შვებულებას ვერ იღებთ და არც იმის დრო გაქვთ, სოლარიუმს ეწვიოთ, ნუ იდარდებთ. თქვენთვის Bioderma-მ თვითგარუჯვის საშუალება შექმნა. ვიდრე სპრეის დაიტანდეთ, გირჩევთ კანი მსუბუქი გამწმენდი საშუალებით ( მაგალითად, სკრაბით) დაიმუშაოთ, რათა შედეგი ერთგვაროვანი იყოს. ამის შემდეგ სპრეი 20 სმ-ის დისტანციიდან დაიტანეთ კანზე. Bioderma-ს სპრეი უსაფრთხო გარუჯვის გარანტიაა, არ აჭრელებს კანს და სწრაფად შეიწოვება ზედაპირიდან.

მაღალეფექტური გამფილტრავი სისტემა იცავს კანს მზის სინათლის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგანშეიცავს B5 და ვიტამინებსდაბერებისსაწინააღმდეგოატენიანებს კანს 24 სთ განმავლობაშიხელს უშლის პიგმენტური ლაქების და დაბერების ნაადრევი ნიშნების გაჩენასმდგრადია წყლისა დაოფლის მიმართ.

სახის კანისხელებისა და სხეულის ნაწილების დაცვამარტივად დაიტანება. მაღალეფექტური გამფილტრავი სისტემა იცავს კანს მზის სინათლის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგანშეიცავს კანის აღმდგენ საშუალებებს B5 და E ვიტამინებსმდგრადია წყლის მიმართ.

ნამზეურის მიღების შემდეგ გირჩევთ საფრანგეთში დამზადებული  ESTHEDERM- ის სახის ლოსიონს. ის ორმაგი მოქმედებისაა, აღადგენს რუჯის შემდეგომ უჯრედის სასიცოცხლო ფუნქციებს და იცავს კანს ნაოჭების წარმოქმნისგან.  ახალგაზრდული იერის შენარჩუნებასთან ერთად აჩქარებს კანის აღდგენის პროცესს და იცავს უჯრედის დნმ-ს. პროდუქტი იმითაც გამოირჩევა, რომ მწარმოებელი რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას ყველა ტიპის სახის კანისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი