ნეტგაზეთი | რუჯის მოვლის ხუთი საშუალება – როგორ შევინარჩუნოთ ხორბლისფერი რუჯის მოვლის ხუთი საშუალება – როგორ შევინარჩუნოთ ხორბლისფერი – Netgazeti
RU | GE  

რუჯის მოვლის ხუთი საშუალება – როგორ შევინარჩუნოთ ხორბლისფერი

ზაფხულის ბოლო თვე და სექტემბრის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია რუჯის მისაღებად. მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი მზის სხივების საშუალებით D ვიტამინის აუცილებელ მარაგს შეივსებს და ხორბლისფერსაც მიიღებთ, იწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოთ სხეულის ბზინვარება. ნამზეურის სწორად მოვლა ზაფხულის გახანგრძლივებას ნიშნავს, ჩვენ სწორედ ამაში გვსურს დაგეხმაროთ და გირჩიოთ რუჯის მოვლის საუკეთესო საშუალებები.

Caudalie – სხეულის და თმის ზეთი ჯინჯერის არომატით

თმისა და სხეულის ეს ფრანგული ზეთი ყურძნის, სეზამის, არგანის, ჰიბისკუსისა და შიის ხის მცენარეულ ზეთს შეიცავს. ნატურალური კომპონენტების წყალობით კანი და თმა 94% -ით ტენიანდება.

ზეთის წყალობით თქვენი ნამზეური ორმაგად უფრო იბზინებს.

ყურძნის პოლიფენოლებს ანტიოქსიდანტური ზემოქმედება შეუძლიათ, სასიამოვნო არომატი კი სრული რელაქსაციის საშუალებას გაძლევთ.

ზეთი წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანსა და გამომშრალი თმის ბოლოებზე. მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს.

Ziaja- ტროპიკული ქოქოსის სერია ყველა ტიპის კანისთვის

ნამზეურის მოსავლელად ზიაია საუკეთესო საშუალებებს გთავაზობთ. ქოქოსის კანის მოვლის ტროპიკული სერია შეიცავს სხეულის დამატენიანებელ ბალზამს, სკრაბსა და შხაპის გელს.

B5 პროვიტამინით გაჯერებული ტანის დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, აღმდგენი ბალზამი და სკრაბი კარიტეს ზეთს შეიცავს. სკრაბი ღრმა შრეებამდე ასუფთავებს ეპიდერმისს მკვდარი უჯრედებისგან, არ აშრობს და აღიზიანებს კანს.

პროცედურის დასასრულს სკრაბი ნელ-თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.

Ziaja- ფორთოხლის, შოკოლადისა და ზღვის მინერალების ტანის კრემები

ტანის ფორთოხლის კრემი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას – სძენს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს, შეიცავს ფორთოხლისა და ზეითუნის ზეთს, E-ვიტამინს OMEGA-3, OMEGA-6, განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.

შოკოლადის კრემი 12 წლის ასაკიდან გამოიყენება, შეიცავს იმავე ვიტამინებს, რასაც ფორთოხლის კრემი, დამზადებულია კაკაოს ცხიმით და შოკოლადის სასიამოვნო არომატი აქვს.

ზღვის წყალმცენარეების კრემი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და გარდა სწრაფი გარეგნული ეფექტისა, კანის ბუნებრივი დაცვის ფუნქციაც აქვს. კრემის ძირითადი ბაზა ზღვის წყალმცენარეებია.

Ziaja-ს შხაპგელი cupuacu კუპუაკუ

ნამზეურის ეფექტის გამაუმჯობესებელი შხაპგელი შეიცავს იშვიათი კუპუაკუს და შიის ხის, მაკადამიისა და ბრაზილიური კაკლის ზეთებს.

კუპუაკუ კაკაოს მსგავსი ტროპიკული ხეა, მისი ნაყოფი ყავისფერია და მოგრძო ფორმისაა. შხაპგელს შოკოლადისა და ანანასის ნაზავის სურნელი, რბილი ტექსტურა აქვს. სიცავს მას გამოშრობისგან.

 დეოდორანტი

ბუნებრივი, ნაზი და უსაფრთხო დეოდორანტების გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია.

სებამედის დეოდორანტები ეფექტურად აცილებს სუნს ოფლის ბუნებრივი გამოყოფის ჩახშობის გარეშე. მათი გამოყენების შემდეგ სისუფთავისა და დაცულობის შეგრძნება გაქვთ, რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის, არ შეიცავს სპირტს და ალუმინს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი