საზოგადოება

Mango დიზაინში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების გამო სკანდალში გაეხვა

19 ოქტომბერი, 2014 • • 2652
Mango დიზაინში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების გამო სკანდალში გაეხვა

მანგოს მაღაზიებში იყიდება ქალის თეთრი პერანგი, რომელზე გამოსახული სიმბოლოც ძალიან გავს გერმანიის ნაცისტური პარტიის შემადგენელი დანაყოფის, შუცშტაფელის, იგივე SS-ის ლოგოს, რომელიც ძველრუნიკული დამწერლობიდან მოდის.


SS-ის სიმბოლო და მანგოს პერანგი
SS-ის სიმბოლო და მანგოს პერანგი

 

ტელეგრაფის ცნობით, ზემოხსენებულმა აღშფოთება გამოიწვია გერმანულ პრესასა და სოციალურ ქსელებში, სადაც მანგოს ახალ კოლექციას “ევა ბრაუნის კოლექცია” უწოდეს.

 

მომხდარს გამოეხმაურა მანგოც, კომპანიის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პერანგმა ასეთი ასოციაცია გამოიწვია.

რამდენიმე თვის წინ მსგავს სკანდალში გაეხვა ტანსაცმლის კიდევ ერთი მწარმოებელი ზარა. კომპანიამ გაყიდვების ქსელიდან ყვითელვარსკვლავიანი ზოლებიანი მაისური ამოიღო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ებრაელი პატიმრების ფორმის ფოტო გაავრცელეს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ატარებდნენ.


ზარას მაისური
ზარას მაისური

მასალების გადაბეჭდვის წესი