საზოგადოება

ებრაელი პატიმრების ფორმასთან მსგავსების გამო “ზარამ” მაისური გაყიდვების ქსელიდან ამოიღო

27 აგვისტო, 2014 • • 2454
ებრაელი პატიმრების ფორმასთან მსგავსების გამო “ზარამ” მაისური გაყიდვების ქსელიდან ამოიღო

გარდიანის ინფორმაციით, აღნიშნული მაისური გათვალისწინებული იყო 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის. კრიტიკა ე.წ. შერიფის მაისურის დიზაინმა გამოიწვია, რომელიც თეთრი და ლურჯი ზოლებითაა გაფორმებული და ექვსქიმიანი ყვითელი ვარსკვალვი აქვს მიმაგრებული. როგორც გარდიანი წერს, ვარსკვლავს სიტყვა შერიფი აწერია, თუმცა  მარტივად შესამჩნევი არაა, ამიტომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ზარას მიერ შექმნილი პროდუქცია იმ ფორმას მიამსგავსა, რომლებსაც ჰოლოკოსტის დროს ებრაელი პატიმრები იძულებით ატარებდნენ.

 

 

მაისური ხელმისაწვდომი იყო “ზარას” იმ პლატფორმებზე, რომლის მეშვეობითაც კომპანიის პროდუქცია ბრიტანეთში, ისრაელში, საფრანგეთში, დანიაში, ალბანეთში და შვედეთში იყიდება. ზემოთაღნიშნული მსგავსება ისრაელელმა ჟურნალისტმა დიმი რეიდერმა შენიშნა პირველად.

“ზარამ” ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც “ტვიტერის” მეშვეობიით კომპანიას არაერთმა მომხმარებელმა მიმართა. “ზარამ” დაადასტურა, რომ მაისური გაყიდვის ქსელიდან ამოღებულია და განმარტა, რომ მისი დიზაინი ამერიკული ვესტერნისთვის დამახასიათებელი “შერიფის ვარსკვლავით” იყო შთაგონებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი