საზოგადოება

საქართველოში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდი ლარის სიგარეტს ეწევიან

30 მაისი, 2014 •
საქართველოში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდი ლარის სიგარეტს ეწევიან

საქართველოში, იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწიურად იყიდება 10 მილიარდი სიაგრეტის ღერი [0.5 მილიარდი კოლოფი], რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.

 

არამდგრადი დაავადებების რისკფაქტორების  კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოს რომელიმე პროდუქტს (მოსაწევს ან უკვამლოს)  რესპონდენტთა 30.3 %  (მამაკაცების 55.5 % და ქალები 4.8%) მოიხმარს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი, მოწევა ყველაზე მეტად 25-44 წლის ასაკშია გავრცელებული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 55-64 წლის პირებში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,  თამბაქოს მოხმარების კუთხით საქართველოში საგანგაშო მონაცემებია: “ საქართველო ამ კუთხით ევროპის რეგიონში წამყვან ადგილს იკავებს.”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვაენლის,  ამირან გამყრელიძის შეფასებით, საზოგადოება ნაკლებად აცნობიერებს თამბაქოს მავნებლობას და ნაკლებად ინფორმირებულია მისი ზიანის შესახებ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ სპეცილური პროექტი მოამზადა. პროექტის სლოგანია “თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდით,  ავადობისა და სიკვდილობის შემცირება”.

 

“ჩვენ ძირითადი მოთხოვნაა თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისროს კონპესაცია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისათვის, ამ კონპენსაციის ოდენობა, ჩვენი ექსპერტების ინფორმაციით,  500 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე ვითხოვთ რეკლამის პოპულარიზაციის სპონსორობის სრული აკრძალვასა და შენობებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის  თამბაქოს კვამლისაგან განთავისუფლებას, რასაც მოსახლეობის 87 % უკვე დიდი ხანია ელოდება” – ამბობს ბახტურიძე.

საქართველოს მთავრობის დადგნილებით  დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, რომელის  ხუთწლიანი გეგმა სხვადასხვა საპრევენციო ღონისძიებებს ითვალისწინებს. როგორც პროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების სახელმწიფო კომისიაში სხვადასხვა სექტორი და 10 სამინისტრო ჩაერთვება.


სტრატეგიის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ თამბაქოს აქციზის მატება, მისი ფასის ზრდა, საგადასახადო პოლიტიკაში  ცვლილებები, რეკლამირების შეზღუდვა, საჯარო დაწესებულებებში მისი აკრძალვა თუ სხვა პრევენციული ღონისძიებები  პროდუქტზე ხელმისაწვდომობას საგრძნობლად შეამცირებს.

 

ამ საკითხებზე “თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღესთან” დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა შეხვედრა გამართა, რომელსაც მთავრობის, სამინისტროების წარმომადგენლები, საერთაშორისო და  ადგილობრივი არასამთავრებო სექტორი დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი