საზოგადოება

ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

28 მაისი, 2014 •
ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

“სოცკოდექსმა” საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გარემონიტორინგი 2014 წლის 22 მაისს დაასრულა. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციას კვლევის განხორციელებაში 800 მოხალისე ეხმარებოდა.

 

პროექტის შედეგების და რეკომენდაციების პრეზენტაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდში დღეს შედგა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, მედია და ჯანდაცვის სამინისტროს სამი თანამშრომელი ესწრებოდა. 

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში არ მივიდნენ. შეხვედარს არ ესწრებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი რუსუდან გოგოლაშვილი. მედიის და არასამთვრობო ორგანიზაციების კითხვებს ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოავლეობის შემსრულებელმა ქეთევან გოგინაშვილმა უპასუხა.      

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგის ფარგლებში სულ 2 394 ბენეფიციარი გამოკითხა: 582 ექიმი, 68 პროვაიდერი, 35 სტაციონარული დაწესებულება, საიდანაც 20 თბილისში და 15 რეგიონში მდებარეობს. კვლევის ფარგლებში ასევე გამოკითხეს 33 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება, საიდანაც 15 თბილისში, ხოლო 18 რეგიონებში მდებარეობს.

 

“სოცკოდექსის” წევრის, გიორგი ბერკაციშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გარემონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა: 

 

“ბენეფიციარის დაბალი ინფორმირებულობა, პროფილაქტიკური სერვისების გაუთვალისწინებლობა, მედიკამენტების მაღალი ფასი, სამედიცინო მომსახურების არასრული პაკეტი, სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებების დარღვევა და ექიმების დაბალი ხელფასები, სადაზღვევო სისტემის მოწესრიგება და არასრულფასოვანი კვება, ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული პრობლემების არასრული ჩამონათვალია. კვლევამ აჩვენა, რომ ბენეფიციარებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგარმის ფარგლებში პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ვერ იტარებენ, ამ საკითხზე გამოკითხულთა 61,1% საუბრობს. ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებენ ექიმებიც, რომელთა 94,4% ფიქრობს, რომ სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა აუცილებელია. გამოკითხული ბენეფიციარების 62,40% ფიქრობს, რომ პროგრამა არაეფექტურია, რადგან მედიკამენტების ფასი მაღალია და ექიმის დანიშნულებით ვერ სარგებლობენ. ასევე ფიქრობს გამოკითხულ ექიმთა 77%.  მნიშვნელოვანი პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ხელფასებიც, გამოკითხულთა 57,30 ამბობს, რომ ექიმების ხელფასი ჯანდაცვის სააყოველო პროგრამის ამოქმედების შემდეგ შემცირდა, ხოლო ნაკადი გაიზარდა. ანაზღაურება მათი შრომის არაადეკვატურია. შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურება პირდაპირპროპორციულად არის მიბმული შრომის ანაზღაურებასთან. ამის გამო სერვისის ხარისხი ეჭვქვეშ დგება. გამოკითხულთა 42% კი საუბრობს იმაზე, რომ დასჭირდა მომსახურების ის სერვისი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებული არ არის და, შესაბემისად, პროგრამით ვერ ისარგებლა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი ვერ იღებს იმ სერვისს, რომელიც არ არის პროგრამაში.”

 

“სოცკოდექსის” რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს

 

არასამთვრობო ორგანიზციის წევრები აცხადებენ, რომ ბენეფიციარების ინფორმირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ დაბალია. ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭიროა სამაუწყებლო საშუალებების აქტიური ჩართვა და სოციალური ქსელების საშუალებით სარეკლამო–საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება, სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართვა პროგრამის დახვეწისა და განვითარების საქმეში.     

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, რომ გადახედოს გეგმიური ამბულატორიული ოპერაციების ნუსხას, რაც დამატებით თანხებს გამოათავისუფლებს და პირველადი ჯანდაცვის გაძლერება მოხდება:  “უნდა მოხდეს პირველად სტადიაზე დაავადებათა კონტროლი და გეგმიური მანიპულაციების ამოღება პროგრამიდან. სასურველია გეგმიური ოპერაციების ნაწილი გადაიტანოთ გადაუდებელში. ამის შემდეგ მოხდეს გეგმიური მანიპულაციების გაჩერება პროგრამაში და დაზოგილი ფულით მოხდეს პირველადი მედიცინით გათვალისწინებული სერვისების ჩადება და გათვალისწინება პროგრამაში. არასამთავრობო ორგანიზაციების პროგნოზით დროთა განმავლობაში მოხდება დაავადებათა კონტროლი და 5–6 წელიწადში პროგრამა უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს და გადაუდებელი ოპერაციის რაოდენობა შემცირდება. 

 

“სოცკოდექსში” მიიჩნევენ, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ წამლების მაღალი ფასი ხელის შემშლელი მიზეზია ბენეფიციარებისთვის ამ პროექტში: “ბენეფიციარები უარს ამბობენ სყოველთაო ჯანდაცვის პროგარამზე, ან მკურნალობას ვერ იტარებენ. სახელმწიფოს გვინდა შევთავაზოთ, რომ დაატრენინგოს ექიმები ფარმაკოთერაპიაში. მოხდეს წამლების რეცეპტიზაციის განხორციელება. სახელმწიფო გახდეს წამლების მთვარი შემომტანი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში. ან კიდევ შეიძლება სახელმწიფომ ჩაატაროს ტენდერი ფარმაცევტულ კომპანიებში და მათი მხრიდან მოხდეს წამლის შემოტანა და დაწესებული იყოს ფასის ზედა ზღვარი. ეს ეხება საერთშორისო არაპატენტირებულ მედიკამენტებს და არ მოიცავს მედიკამენტების ხარისხის და ფასის კონტროლს.”

 

 ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოავლეობის შემსრულებელი ქეთევან გოგინაშვილი გამოეხმაურა “სოცკოდექსის” კვლევაში წამოჭრილ პრობლემას, რომ საყოველთაო პროგრამის მიმართ ბენეფიციართა ინფორმირებულობა დაბალია, თუმცა ამბობს, რომ პროგრამაში ხარვეზები არსებობს: 


“როცა ადამიანი წარმოადგენს რომელიმე დაავადების რისკჯგუფს, ოჯახის ექიმი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს. პაციენტს შეუძლია მივიდეს ექიმთან რამდენჯერაც სჭირდება, მაგრამ თუ მას სჭიდრდება დმატებითი კონსულატცია სპეციალისტთნ, ეს პაციენტის თანადაფინანსებით ხდება. დღეს არსებული მდგომარეობით, პროგრამები არის რამდენიმე მიმართულებით, ამის შესახებ ინფიორმაცია პაციენტს უნდა მიაწოდოს ექიმმა. არის 20 პროგრამა, რომლის გადახედვაც ჩვენ დავიწყეთ და ნელ–ნელა გვინდა, რომ რიგი პროგრამების ინტეგრაცია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ისეთი დაავადებები, როგორიც არის შიდსი და ტუბერკულიოზი, ვერ მოხდება ინტერგრაცია ამ პროგრამაში, იმიტომ, რომ ამ დაავადებებს სპეციფიკური ადმინისტრირება სჭირდება. ასევე ვერ გადავიტანთ ამ პროგრამაში სკრინინგის პროექტს. რაც შეეხება წამლების ფასს, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ამ საკითხის გადახედვას.”


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდ­ა. 

 

 

 

ჯანდაცვა
ჯანდაცვა

 








მასალების გადაბეჭდვის წესი