საზოგადოება

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმის სანაპიროზე

1 მაისი, 2014 •
„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმის სანაპიროზე

 

30 აპრილს ბათუმის სანაპიროზე გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული წიგნის, „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, პრეზენტაცია გამართა.  

 

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2014 წელს გამოსცა. წიგნი წარმოადგენს გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს ძველ ბათუმზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ძველი ბათუმს ქუჩებისა და ისტორიულ ფაქტების ამსახველი ფოტოების კრებულს.  წიგნი არ იყიდება, იგი საჩუქრად გადაეცემა მხოლოდ გაზეთი „ბათუმელების“ ხელმომწერებს. 

 

წიგნის პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მე-19-მე-20 საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი მოერგოთ, ქვიშაზე მოხარშული ყავა დაეგემოვნებინათ და ზღვაში გემით გაესეირნათ. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი