“აუდიო და ვიდეოჩანაწერების პრაქტიკა ფსიქოთერაპიული სეანსის დროს უცხოეთში მართლაც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის პროფესია არ არის კანონით დარეგულირებული, გარკვეულ რისკებს შეიცავს. შესაბამისად, ამ პროცესში, გარკვეულწილად, თერაპევტიც და კლიენტიც სრულიად დაუცველი აღმოჩდნენ. ჩვენ არ ვიცით, რა კანონი ან შიდა დებულება არეგულირებს ამას. თერაპევტი პასუხისმგებელია კლიენტის უსაფრთხოებაზე, ინფორმაციის დაცვაზე, პირადი ისტორიის ხელშეუხებლობაზე. ვის ხელში აღმოჩნდება ეს ინფორმაცია, არ ვიცით,”- ამბობს ფსიქოლოგი. 

 

მისი განმარტებით, როდესაც ბავშვებს შეეხება საკითხი, ეს კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის ამ თემას.

 

“საუბარია იმაზე, რომ გადაღებამდე ინფორმირებული თანხმობა იქნება აღებული მშობლისგან. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ მშობელი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის როლში შეიძლება იყოს.” 

 

მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, ვინ დააკვირდება პროცესს, ვის ხელში იქნება მართვის პულტი ამ შემთხვევაში, რამდენად არიან ჩართული ამ პროცესში თერაპევტები, რამდენად აქვთ მათ შესაძლებლობა, თავად აკონტროლონ სიტუაცია. 

 

“შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით არ გამოიყურებოდეს ტრაგიკულად, მაგრამ კითხვის ნიშნებს აჩენს. თუკი საბოლო მიზანი არის თერაპევტების პროფესიული ზრდა, შეიძლება ეს უფრო უმტკივნეულო პროცესით იყოს დარეგულირებული [მაგალითად, არსებობს სუპერვიზიის პრაქტიკა; სიმულაციური სეანსების ჩაწერა და ა.შ.]. მთავარია, რომ ნებისმიერი სერვისი, რომელიც ბავშვისთვისაა გათვალისწინებული, იყოს მასზე ორიენტირებული, და თუკი მცირე რისკი მაინც არსებობს, მისი პირადი ინტერესი იყოს დარღვეული, ეს შფოთვას იწვევს.


მანდატურის სამსახური ისე შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში, რომ მაინცდამაინც დიდ ნდობას არ იწვევს, შემოვიდა როგორც კონტროლზე ორიენტირებული სამსახური, რომელიც არ იყო ბავშვის მხარეს, თუმცა ახლა გვეუბნებიან, რომ შეიცვალა სიტუაცია. მაგრამ ეს კამერების თემა გაჩნდა და თითქოს ისევ დაბრუნდით თვალთვალსა და კონტროლში. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და მინდა ამ კითხვებზე პასუხები მოვისმინო, და, როგორც მოქალაქეს, მაქვს უფლება რაღაცებში ეჭვი შევიტანო და სიტუაციაში ბოლომდე გავერკვე.”


მაია ცირამუა
მაია ცირამუა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *