საზოგადოება

გენდერული სტერეოტიპები, რომელიც “ფეინთბოლის” ტყვიით ინგრევა [ვიდეო]

5 მარტი, 2014 • • 2377
გენდერული სტერეოტიპები, რომელიც “ფეინთბოლის” ტყვიით ინგრევა [ვიდეო]

რიყის პარკის ამფითეატრის სცენაზე დამონტაჟებულ დაფაზე გამოტანილი იყო შემდეგი გენდერული სტერეოტიპები: “ქალი ვიცი მე კუხნაში!”, “ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა”, “კაცია და გადაწყვეტს”, “ქალი და ლიდერი?!”, “პოლიტიკა რა ქალის საქმეა?”, “გათხოვდება და ქმარი მიხედავს.”

 

გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული პროექტის მენეჯერმა სოფო მახარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ გენდერული სტერეოტიპები წინა წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოარჩიეს. მახარაშვილის თქმით, მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სტერეოტიპები არიან ძირითადი დამაბრკოლებელი ქალებისთვის, რათა მათ დამოუკიდებლად იცხოვრონ. 

 

ქეთი მახარაშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული სტერეოტიპები არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც უშლის ხელს წინსვლაში. 

 

“სტერეოტიპი, რომ “მხოლოდ კაცი უნდა იყოს მარჩენალი ოჯახში”, კაცსაც აზარალებს. რაც უფრო მეტი შემოსავალია ოჯახში, მით უკეთესია და მხოლოდ კაცზე ამ ვალდებულების დაკისრება არასამართლიანია. ოჯახის ნებისმიერი წევრი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს”,- ამბობს ქეთი მახარაშვილი. 

 

დღევანდელი აქციით გაეროს განვითარების პროგრამის ქალთა კვირეული გაიხსნა. აქციის ორგანიზატორებს სურთ, რომ გენდერული სტერეოტიპებისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს და “თემაზე ლაპარაკი დაიწყოს”. 

 

ამფითეატრში შეკრებილ მონაწილეებს შორის დაიწყო დისკუსია იმ სტერეოტიპებზე, რომელიც მათ ყველაზე მეტად აწუხებდათ. დამსწრეების წახალისებას ხელი შეუწყვეს დისკუსიის მოდერატორმა სანდრო გამისონიამ და ქეთი მახარაშვილმა, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. 

 

ასევე, ყველა სიტყვით გამომსვლელი ვალდებული იყო, რომ რომელიმე სტერეოტიპისთვის “ფეინთბოლის” იარაღიდან ტყვია ესროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი