საზოგადოება

“მოდი, წავიდეთ”

16 თებერვალი, 2014 • 1537
“მოდი, წავიდეთ”

 

 

ოჩი:

„ყველაზე მეტად წყალი და სივრცე მიყვარს. ბათუმში “ბერეგი” არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის. სივრცე და წყალი  კომბინაციაშია და აქ ვგრძნობ თავს ლაღად. ჩემი ოცნებაა სხვადასხვა ქალაქებში ვიცხოვრო. არა ტურისტული თვალსაზრისით და მხოლოდ დასათვალიერებლად,  არამედ   მინდა შევისწავლო სხვადასხვა ქალაქების და  ქვეყნების კულტურა, ისტორია, ენა, ტრადიციები იქნება თუ წეს-ჩვეულებები. ვფიქრობ ეს უფრო მეტად  საინტერესოს გახდის ჩემს ცხოვრებას“.

ნათია:

„სამ ქალაქში ვცხოვრობდი. ყველაზე მეტად ლიონში ცხოვრება მომეწონა. როცა სხვაგან ვარ კარგად ვარ. ბედნიერად ვგრძნობ თავს. სამსახურიც რომ არ მქონდეს და არაფერს ვაკეთებდე, მაინც კარგად ვარ სხვა ქვეყანაში. ყველაზე  მეტად მოგზაურობა მიყვარს. ორ ქვეყანაში ვცხოვრობდი, საფრანგეთსა და გერმანიაში. იქიდან ვმოგზაურობდი  სხვადასხვა ქვეყანაში.  სულ ვცდილობდი წავსულიყავი და მემოგზაურა.

სულ ვფიქრობ რომ თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერს შეიძლება მიაღწიოს. მე რას მინდა მივაღწიო? მინდა სადმე დავმკვიდრდე ისეთ ადგილას, სადაც თავს კარგად და ბედნიერად ვიგრძნობ.  ვგრძობ რომ ეს ადგილი ბათუმში არაა. სულ მაქვს სურვილი სხვაგან წავიდე.  ბავშვობიდან  ეს  შეგრძნება მაქვს და ვიცი რომ თუ აქ დავრჩი, ბოლომდე ბედნიერი ვერ ვიქნები“.  

 

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი