სამართალი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

9 ივნისი, 2015 • 1428
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული. ესენი არიან მაია კეკელია, ინეზა კეკელია, გოგიტა კეკელია, ცოტნე გაბუნია, ბოჩია ასაბაშვილი, ვაგნერ წულაია, შალვა პატარაია. აქედან ყველას ერთი და იგივე, სისხლის სამართლის კოდექსის 3531- მუხლის პირველი ნაწილი ქონდთ შეფარდებული.

 

მაია და ინეზა კეკელიებს მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა და 3531–ის ნაცვლად, 353-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დააკისრა. მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 000–3 000 ლარის გადახდა მოუწევთ.

 

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ისინი სსკ–ს  3531 მუხლით ცნეს დამნაშავედ და ნაწილს 4 წლით, ნაწილს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

 

მაია კეკელიამ გაანცხადა, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულები ხვალიდან შიმშილობის დაწყებას აპირებენ და არც თავად გამორიცხავს, რომ ამ ზომას მიმართოს.

 

კეკელია აცხადებს, რომ სოფელ ბანძის პოლიციის შენობაში 2014 წლის 16 ოქტომბერს თავად მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც სამართალდამცავებს არაერთხელ უშედეგოდ მიმართა. კეკელია ამბობს, რომ როგორც დაკავების, ასევე გამოძების პროცესში მისი უფლებები არაერთხელ დაირღვა, რასთან დაკავშირებითაც ზემდგომ ორგანოებში 50–ზე მეტი წერილი გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი