საზოგადოება

“ნუ დამითვლით ნაოჭებს”

14 თებერვალი, 2014 • 2235
“ნუ დამითვლით ნაოჭებს”

 

 

„მანუჩარმა მითხრა, წავიდეთ ბათუმში, ვიცურაოთ რამდენიმე წელი, ერთი წელი, ორი წელი და წამოვიდეთ მერე უკანო. წამოვედით და დავრჩით ბატონო, ვცურაობთ დღემდე,“  –  იხსენებს ნინო.

 

მეუღლეზე საუბრისას თვალები უბრწყინავს, სულ ერთად ვიყავით, ერთად მოვდიოდითო  –  ამბობს.

 

„მანუჩარმა გამატარებინა ეს დრო, სიცილში,  ხარხარში, მადლობელი ვარ. შენ წარმოგიდგენია, უჟმური კაცი რომ მყოლოდა სახლში, ხომ გადავირეოდი. მახსოვს ერთხელ, ძალიან დაკავებული ვიყავი. მანუჩარს უცდია მჭადი დაეცხო. მჭადი იყო ისეთი დაჯღანული, ისეთი, მაგრამ ისე გემრიელად  ვჭამე, დღემდე მახსოვს გემო,“ – იხსენებს მსახიობი.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

მასალების გადაბეჭდვის წესი