საზოგადოება

ნინო მასწავლებელი

12 თებერვალი, 2014 • 1526
ნინო მასწავლებელი

 

 

 

“არ ვთვლი, რომ წარუმატებელი მასწავლებელი ვარ, მაგრამ ისეც არაა, თითქოს ვარსკვლავებს ვწყვეტდე. მე საუკეთესო კი არ მინდა ვიყო, მე მინდა ვიყო კარგი მასწავლებელი. ეს არის ნორმალური. ეს არ არის პროფესია, რომელიც აი, სხვა საქმე არ მქონდა და მასწავლებელი გავხდი. იყო წლები, როდესაც ვიყავი დირექტორი. კი, მყავდა კლასი, მაგრამ აქტიურად ვერ ვმასწავლებლობდი და სულ ცრემლი მადგებოდა თვალზე. მგონი მასწავლებლობას რომ დავამთავრებ, ალბათ ამ წუთისოფლიდანაც წავალ. სულ მგონია, რომ დროზე დავამთავრებ, იმიტომ კი არა, რომ ადრე მინდა სიკვდილი, არა, მაგრამ რომ დამთავრდება ეს ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა ის ენერგეტიკული ველი შემომეცლება, რომელიც ძალას მაძლევს. ყოველთვის მაშინ ვხდები ავად, როდესაც არდადეგები მაქვს. სხვა დროს მე ავად არ ვხდები.“

 

 

© Project „Humans of Georgia“

2014

მასალების გადაბეჭდვის წესი