ნიკა ოპერატორია, ნათია ჟურნალისტი,  ალექსანდრე ირემაძე კი აჭარის მაღალმთიანეთში, სოფელ ღორჯომში ცხოვრობს.

 

ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს. ალექსანდრე ჟურნალისტების საქმიანობით დაინტერესდა და მას შემდეგ რაც ინტერვიუ მისცა, კამერის უკანაც აღმოჩნდა.

 

„მეც გავხედავ,“ – ამბობს ალექსანდრე და ოპერატორის   საქმიანობას აკვირდება.

 

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 
 
 
„ადამიანები საქართველოდან“   არის პროექტი, რომლის ინსპირაციის წყარო Humans of New York  – ია.  Humans of New York 2010 წელს დაიწყო ფოტოგრაფმა Brandon Stanton – მა. მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.    საქართველოში  მსგავსი პროექტით  სამი ფოტოგრაფია   დაინტერესებული.  ერთ -ერთი „ბათუმელების“ ჟურნალისტი  მანანა ქველიაშვილია.  „ბათუმელები“ თავის ვებ-გვერდზე სწორედ ამ  პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტო ამბებს შემოგთავაზებთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *