„ადამიანები საქართველოდან“ არის პროექტი, რომლის ინსპირაციის წყარო Humans of New York – ია. Humans of New York 2010 წელს დაიწყო ფოტოგრაფმა Brandon Stanton – მა. მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოში მსგავსი პროექტით სამი ფოტოგრაფია დაინტერესებული. ერთ -ერთი „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილია. „ბათუმელები“ თავის ვებ-გვერდზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტო ამბებს შემოგთავაზებთ.