საზოგადოება

19 აპრილი უოლ სტრიტზე – „მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოვა“

21 აპრილი, 2013 • 1650
19 აპრილი უოლ სტრიტზე  – „მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოვა“

 

 

მანჰეტენის ცენტრში გამართული აქციის ორგანიზატორებმა და გამომსვლელებმა, მათ შორის გაეროში ყოფილმა ელჩმა კახა ლომაიამ და ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა დოდონა კიზირიამ არაერთხელ აღნიშნეს იმ „საშიშროების შესახებ, რომელიც საქართველოს  „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ შეიძლება მოუტანოს, როგორც მთავრობის  არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის, ასევე საშინაო პოლიტიკის გამო“.

 

გამომსვლელებმა გააკრიტიკეს ქვეყნის პრემიერ – მინისტრის ინიციატივა 2008 წლის ომის ხელახალი გამოძიების შესახებ.

 

არაერთი გამომსვლელი გამოთქვამდა უკმაყოფილებას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც „ვერ ქმნის ვერც ახალ სამუშაო ადგილებს, ვერ უზრუნველყოფს ტარიფების საგრძნობლად შემცირებას; ვერ ქმნის იმ პირობებს, რის საფუძველზეც ქვეყანა ტურისტებისთვის და მსხვილი თუ სხვაგვარი ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდება.“ ბიძინა ივანიშვილს მის მიერ გაცხადებული დროის მოკლე მონაკვეთში პოლიტიკიდან წასვლამდე ათასზე მეტი საწარმოს გახსნის დაპირების შესახებაც შეახსენეს.  

 

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა გამოხატეს თავისი მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის პროდასავლურ კურსს. „მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოვა“ – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი