აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ათასობით ადამიანი შეიკრიბებოდა ცენტრალურ მოედანზე, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. მარგარეტ ტეთჩერის გარდაცვალება რამდენიმე ასეულმა ადამიანმა “აღნიშნა”.
აქცია–ღონისძიება, რომელიც მემარცხენე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, გამოცხადებული იყო, როგორც “the party of a lifetime”, თუმცა წვიმიანი და ცივი ამინდის გამო რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ -“Maggie, Maggie, Maggie, dead, dead, dead”, ზოგიერთი მათგანი უკრავდა და ცეკვავდა, აქციაზე ჰქონდათ ტრანსპარანტი ” ჯოჯოხეთში დაიწვები ტეთჩერ”.
“ამ დღის აღნიშნვნას 30 წელიწადი ველოდებოდი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა”,– განუცხადა” როიტერს” სიმონ გარდნერმა, “ის სძულდა მოსახლეობის ნახევარს მაინც.”
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, როგორც მათ “როიტერს” განუცხადეს, უფრო მასშტაბურ აქტივობას მოელოდნენ.
პროტესტერთა ნაწილმა ფლაერები დაწვეს, რამდენიმე მათგანმა ლუდის ქილა ესროლა პოლიციის ხაზს. მცირე ჩხუბის გარდა, პროტესტი მშვიდობიანი იყო, რომელიც 9 მონაწილის დაპატიმრებით დასრულდა, ძირითადად, სიმთვრალის და არასაზოგადოებრივი ქცევის გამო.
მარგარეტ ტეთჩერის გარდაცვალების შემდეგ “ComRes”–მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც პრემიერ–მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებას, რომ ტეთჩერი ბრიტანეთის “ყველაზე მშვიდობიანი პრემიერ–მინისტრი იყო”, 41 % არ ეთანხმება, ხოლო 33% ეთანხმება ამ შეფასებას.
59% თანხმდება იმაზე, რომ მარგარეტ ტეთჩერის იყო პრემიერ–მინისტრი, რომლის ირგვლივაც ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობა იყო, ხოლო 60 % მიიჩნევს, რომ ტეთჩერის დაკრძალვის ცერემონიალისთვის საჭირო 10 მილიონი გადამხდელების ფულიდან არ უნდა დაფინანსდეს.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მარგარეტ ტეთჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC–ის ცნობით, ტეთჩერი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მარგარეტ ტეთჩერი იყო პირველი და ამ დროისთვის უკანასკნელი ქალი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა. ტეთჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში.



