საზოგადოება

კვლევის მიხედვით, საქართველოში 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ

3 მარტი, 2013 • • 2671
კვლევის მიხედვით, საქართველოში 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ

გამოკითხვის მიგნებები:

 

რუსეთში სტალინი მხარდამჭერთა რიცხვი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიზარდა. 

 

არსებობს კორელაცია რუსეთში სტალინის რეაბილიტაციასა და ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობასთან

 

შეინიშნება სტალინის მიმართ მზარდი გულგრილობა, განსაკუთრებით აშკარაა ეს აზერბაიჯნში, სადაც ახალგაზრდა რესპონდენტთა  39%–მა არ იცის, ვინ არის სტალინი. 

 

ქართველებს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ სტალინით აღფრთოვანების თვალსაზრისით– გამოკითხულთა 45 % პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერის მიმართ. 

 

გამოკითხვაში შეინიშნება “აზროვნების გაორების” ტენდენცია:  რესპონდენტები პასუხობენ, რომ სტალინი იყო “სასტიკი ტირანი” და “ბრძენი ლიდერი”.

 

შედეგების ანალიზი:

 

სტალინი იდენტიფიცირდება გამარჯვებასთან მეორე მსოფლიო ომის დროს: მეხსიერება ნაცისტური გერმანიის დამარცხების შესახებ ძლიერია ოთხივე ქვეყნის შემთხვევაში, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. სტალინით, როგორ ომისდროინდელი ლიდერით, იმდენად არიან მოხიბლულნი, რომ იგივე ხალხი უარყოფს მის რეპრესიებს. 

 

დესტალინიზაციის პროცესი რუსეთში იყო დუნე: იქ ორნახევარჯერ იყო მცდელობა გამართულიყო საზოგადოებრივი დებატები სტალინის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ მიხეილ გორბაჩოვის დროს დაწყებულმა დებატმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას. პუტინის კრემლმა “სტალინის ხატი” გამოიყენეა  მისწრაფებისთვის– გაეძლიერებინა მისი ძალაუფლება. 

 

ახალი თაობა განსხვავებულად ფიქრობს: რუსეთის ბევრი მოქალაქე დესოვიეტიზებულია, უფრო  დამოუკიდებელი და უფრო კრიტიკულია რუსეთის ისტორიის მიმართ. სტალინი კარგავს ძალაუფლებას, საზოგადოების ეს ნაწილი მიიზიდოს, ან პირიქით- განიზიდოს. 

 

დესტალინიზაცია საქართველოში არ არის ღრმა: ანტისაბჭოური და ანტისტალინური მოძრაობები მიხეილ სააკაშვილის მთავრობის  მმართველობის დროს გაჩნდა. ეს იყო შესამჩნევი, მაგრამ ზედაპირული და გარეგნული.  ძირითადი მოსაზრებები ლიდერის შესახებ რჩება ხელსაყრელი. ქართველებისთვის სტალინი “ეროვნული ხატი” უფროა, ვიდრე პოლიტიკური მოდელი. 

 

კვლევის ფარგლებში შეკითხვაზე, რა სიტყვა აღწერს თქვენს დამოკიდბუებას სტალინის მიმართ, საქართველოში გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ – აღტაცება, 27 %- პატივისცემა ( ამ მაჩვენბლით საქართველო ლიდერია დანარჩენ ქვეყნებს შორის), მოწონება- 15 % ( ამ მაჩვენებლითაც ლიდერია საქართველო),  ინდეფერენტულობა–15%,  ანტიპათია–9%, შიში– 7%, სიძულვილი–4%, 5%–მა არ იცის, ვინ არის სტალინი, 13 %–მა არ იცის თავისი დამოკიდებულება სტალინის მიმართ. 2% უარს ამბობს პასუხზე. 

 

კველვაში ნათქვამია, რომ ქართველების შოკისმომგვრელად მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (45%) დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ. 

 

კითხვაზე, იცხოვრებდით თუ არა ქვეყანაში, რომელსაც სტალინი მართავს საქართველოში, გამოკითხულთა 13 % პასუხობს, რომ უდავოდ იცხოვრებდა, 11% პასუხობს, რომ ალბათ იცხოვრბდა, 13% ასევე პასუხობს, რომ ალბათ არ იცხოვრებდა და 50 % პასუხობს, რომ უდავოდ არ იცხოვრებდა. 13% უარს ამბობს, ან არ იცის აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი. 

 

მოსაზრებაზე, რომ სტალინი იყო ბრძენი ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირს მოუტანა კეთილდღეობა, საქართველოში გამოკითხულთა 34% ამ მოსაზრება სრულიად ეთანხმება, 32% უმთავრესად ეთანხმება, 10% ძირითადად არ ეთანხმბა და 6% საერთოდ არ ეთანხმება. 

 

კვლევის ფარგლებში, მოსაზრებას, რომ სტალინი იყო ულმობელი და სასტიკი და პასუხისმგებელი მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე, საქართველოში გამოკითხულთა 26% ამ მოსაზრებას სრულიად ეთანხმება, 27 % უმთავრესად ეთანხმება, 17 % ძირითადად არ ეთანხმება,  7% აბსოლუტურად არ ეთანხმება. 20%–მა არ იცის და 3 % უარს ამბობს პასუხზე. 

 

მოსაზრებას, რომ ჩვენს ხალხს ყოველთვის დაჭიდება სტალინის მსგავსი ლიდერი, რომელიც წესრიგს დაამყარებს, საქართველოში გამოკითხულთა 10% სრულიად ეთანხმება, 17 % უმთავრესად ეთანხმება, 22% ძირითადად არ ეთანხმება, 27% აბსოლუტურად არ ეთანხმება, 22%–მა არ იცის, 2 % კი უარს ამბობს პასუხზე. 

 

გამოკითხვა კავკასიის კვლევით რესურსების ცენტრმა ჩაატარა. შედეგები კი ტომ დე ვაალმა, მარია ლიპმანმა, ლევ გუდკოვმა და ლაშა ბაქრაძემ გაანალიზეს. სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ  აქ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი