საზოგადოება

როგორ შევხვდეთ გველის წელიწადს

28 დეკემბერი, 2012 • 5597
როგორ შევხვდეთ გველის წელიწადს

“გველის წელი დადგება 2013 წლის 10 თებერვალს, ახალმთვარეობას. გველის წელს განსაკუთრებული წარმატებები ელოდებათ მათ, ვინც მუშაობს ინტელექტუალურ სფეროში. ეს წელი იქნება წარმატებული სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობით, ასევე წარმატებული იქნება ყველა ის სფერო, რომელიც სიახლეებს შემოიტანს ტექნოლოგიური მიმართულებით. გველის წელი არის მათთვის, ვინც კარგად გათვლის თავის ქმედებებს, საქმეებს.

რაც შეეხება საახალწლო სუფრას. გველს არ უყვარს ხმაური, ხალხმრავლობა, ქაოსი, ასე რომ, ოჯახური ვიწრო წრე იდეალურია მისთვის. გველს უყვარს ტრადიციები და ასევე ტრადიციული საჭმელები, ყურადღება გაამახვილეთ ხორცეულზე, განსაკუთრებით ფრინველის ხორცზე. გველს უყვარს ყველაფერი ხარისხიანი და ახალი”, – აცხადებს ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე ბიძინაშვილი.

ასტროლოგები ქალებს ურჩევენ ახალი წლის ღამეს კაბაში გამოწყობილები შეხვდნენ. კარგია, თუ საახალწლო ჩაცმულობა მწვანე, ცისფერ, ნაცრისფერ ან შავ ფერში იქნება. სასურველია, ამავე ფერში გაიკეთოთ მაკიაჟიც.

მნიშვნელობა არ აქვს თქვენი სამოსი ბუნებრივი ქსოვილის იქნება, თუ ხელოვნური, მთავარია, რომ მდიდრული და გრაციოზული იყოს, როგორიც გველის ტყავია.

“თუ გაინტერესებთ, რა ჩაიცვათ ახალ წელს, მაშინ უნდა წარმოიდგინოთ ინგლისელი ბიზნეს-ლედი ბომონდურ შეკრებებზე. კი, ის კონსერვატიული და გემოვნებიანია, სწორედ ასეთი სტილი უნდა გამოიყენოთ ახალ წელს ან ფეშენ ღონისძიებებზე. თქვენი ჩაცმულობა ძალიან არ უნდა ყვიროდეს, მოერიდეთ ავანგარდს. აქცენტი გააკეთეთ გრძელ კაბებზე, აქსესუარებიც შესაბამისად დახვეწილი კონსერვატორული და კლსიკური შეარჩიეთ, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ მინერალურ ქვებს.


მამაკაცებსაც შეუძლიათ ცივი ტონები შეიტანონ თავის კოსტუმერიაში ან მოარგონ თანამგზავრის ჩაცმულობის ფერებს, გაიკეთონ ორიგინალური ჰალტუხები. რაც შეეხება ფერებს, პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ შავი ფერი, ლურჯი, ცისფერი, ზურმუხტისფერი, მწვანე.

აქსესუარებიდან აქცენტი გააკეთეთ ვერცხლის, მარგალიტის, ფირუზის, ზურმეხტის ნაკეთობებზე. არაა რეკომენდირებული, ბრილიანტი და ოქრო”, – აღნიშნავს თორნიკე ბიძინაშვილი.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გველი სიბრძნით და სიმშვიდით გამოირჩევა, გველის წელიწადში პოლიტიკურ ასპარეზზე სიმშვიდეს არ უნდა ველოდოთ:

“რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ასპარეზს, ნაკლებად უნდა ველოდოთ სიმშვიდეს. წლის დასაწყისში არის ალბათობა უცაბედი ცვლილებები მთავრობების, მმართველების, სისტემების ნგრევის და კარდინალური ცვლილებების. ძირითადად, ეს ცვლილებები იქნება შიდაპოლიტიკური ხასიათის.

2013 წელში ბუნებაც იქნება არასტაბილური, გახშირდება წყალდიდობები, ღვარცოფები, მიწისძვრები, ცუნამი და ხანძრები, ეს თვალშისაცემი გახდება წლის მეორე ნახევარში. წლის დასაწყისი და დასასრული იქნება შედარებით წყნარი. ზამთარი კი ანომალიურად მკაცრი.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეს წელი არის იდეალური პრევენციული ღონისძიებებისთვის, ორგანიზმის გასასუფთავებლად. ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ნიშანს, არამედ ეს სფერო გახდება საერთო საკაცობრიო პრობლემა”

ეს წელი არ იქნება დრაკონის წელივით ფეიერვერკებით სავსე, თუმცა ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ გველის წელიწადში ოჯახში სიმშვიდე, ჰარმონია და სტაბილურობა დაისადგურებს.

აღმოსავლურ ჰოროსკოპში ნათქვამია, რომ ჭკვიანი გველი არასოდეს ესხმის თავს მას, ვისაც მისთვის სიკეთე უნდა, ხოლო მტერს არასოდეს დაესხმება თავს პირველი. ასტროლოგები გირჩევენ მიბაძოთ გველის სიბრძნეს და ეს წელი თქვენთვის სასიკეთოდ ჩაივლის.

რაც შეეხება ზოგადად გველის წლებს (1929, 1941, 1953, 1956,1977,1999,2001,2013), გველი – ეს არის მე-6 აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც შეესაბამება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.

 

სტიქიების მიხედვით

ხის გველი – ძალიან სამართლიანი და პირდაპირი, სასიამოვნო მოსაუბრეა და ძალიან კომუნიკაბელური. აქვს კარგი ორგანიზატორული ნიჭი და უყვარს ძალაუფლება.

ცეცხლოვანი გველი – მომხიბვლელი და სამართლიანია, უყვარს ღიად მოქმედება. ცოდნის მიღებისა და სულიერი განვითარების შემთხვევაში, დაბრძენებასთან ერთად მისი ცხოვრება უფრო ჰარმონიული ხდება.

მიწის გველი – გამოირჩევა საღი ლოგიკური აზროვნებით, პრაგმატიკოსია, ხშირად წყალობს ფორტუნა, მეტად აქტიურია, ხშირად უმართლებს პარტნიორებში.

ლითონის გველი – ზანტი ფსიქოტიპია, თუმცა სწრაფი არზროვნებითაც გამოირჩევა. მეტად მგრძნობიარე და ამბიციურია. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დამარცხების შემთხვევაში არ შეურიგდეს ბედს, რადგან ეს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

წყლის გველი – ინტელიგენტურია და სულგრძელია, მიამიტური ფსიქოტიპია. ცხოვრების პირველ ნაწილში შეიძლება ბევრი განცდა და პრობლემა ჰქონდეს. ასაკთან ერთად მის ცხოვრება უფრო სტაბილური გახდება.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი