საზოგადოება

აქციები გუდიაშვილის მოედნის დასაცავად განახლდა

3 ნოემბერი, 2012 • 1329
აქციები გუდიაშვილის მოედნის დასაცავად განახლდა

თბილისის განვითარების ფონდსა” და კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი უფლებამოსილი გახდა, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე, დამტკიცებული პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშოები განეხორციელებინა.

 

აქციების ინიციატორები ფიქრობენ, რომ ინვესტორის მიერ განხორცილებული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აზიანებს.
თითქმის მთელი წლის მანძილზე გუდიაშვილის მოედანზე არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც შედეგი ამ დრომდე ამ მოყოლია.
აქციები, რომელიც პერიოდულად იმართებოდა, შემოქმედებით ხასიათს ატარებდა. პოეტები, მწერლები თავის ნაწამოებებს კითხულობდნენ, მუსიკოსები უკრავდნენ, იმართებოდა სხხვადასხვა ტიპის გამოფენები.

 

დღეს, სამ საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლას ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მანიფესტის გვერდზე ათასზე მეტი ადამიანი ესწრება.
აქციის ტექსტში ვკითხულობთ:
“ქვეყანაში მომხდარ და მიმდინარე ცვლილებებს გუდიაშვილის მოედნის ინვესტორი ყურს არ აძლევს და უდრტვინველად აგრძელებს შენობების ნგრევას…სატელეფონო საუბრები აღარ ისმინება, ჯალათები გაიქცნენ, პრეზიდენტი ოპოზიციაშია, გუდიაშვილის მოედანი კი დასაცავია! მერედა, ვინ დაიცავს მას, თუ არა შენ?”

მასალების გადაბეჭდვის წესი