საზოგადოება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრის მიუხედავად სტუდენტები დაშლას არ აპირებენ

14 სექტემბერი, 2012 • • 1121
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრის მიუხედავად სტუდენტები დაშლას არ აპირებენ

ჩომახიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზა არის სრულყოფილი და სტუდენტებს არავითარი პრობლემები არ აქვთ.

როდესაც სტუდენტებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არსებული პრობლემების გამო შეიკრიბნენ, ჩომახიძემ უპასუხა, რომ როდესაც უნივერსიტეტში 22 000 სტუდენტი სწავლობს, ყველას შეიძლება ჰქონდეს პირადი პრობლემა.

სტუდენტები ადმინისტრაციის უფროსის განცხდებას სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ.

შეკრებილმა სტუდენტებმა სამი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: 

1. დაბრუნდნენ გათავისუფლებული ლექტორები, მათ შორის ლელა გაფრინდაშვილი, 2. უნივერსიტეტის ბაზა იყოს ისეთი, რომ ყველა სტუდენტს შეეძლოს აირჩიოს ის საგანი, რომელიც უნდა  3.დაიშალოს რეგენტთა საბჭო.

სტუდენტები დაშლას არ აპირებენ. უნივერსიტეტში რექტორი – ალექსანდრე კვიტაშვილი არ გამოჩენილა, როგორც დაცვის წარმომადგენლები ამბობენ, ის უნივერსიტეტში არ იმყოფება. სტუდენტები მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრას.

უნივერსიტეტის შენობასთან ისევ მობილიზებულია პატრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი