შედეგების ნახვა მომხმარებლებს გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე www.naec.ge-ზე შეუძლიათ. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სავარაუდოდ ვებ-გვერდზე ერთდროულად ბევრი მომხმარებელი შევიდა, რის გამოც საიტი გადაიტვირთა:
“ჩვენ ვმუშაობთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ვებ-გვერდის მუშაობა ცოტა ხანში გამოსწორდება. მომხმარებელს ვთხოვთ, ცოტა ხნით დაიცადონ”, – განაცხადა განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია პაპავამ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს სულ 35 360 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან აღარ ჩატარდება.
7 ივნისს მასწავლებლის სახლში გამართულ შეხვედრაზე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და თქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღება სკოლაში ჩაბარებული 8 გამოცდითა და უნარ-ჩვევებში ტესტით უნდა მოხდეს.