საზოგადოება

შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრი უკვე დატოვა

29 მაისი, 2012 •
შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრი უკვე დატოვა

დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

შენობა ცენტრის თანამშრომლების ნაწილმაც დატოვა. ისინი ამბობენ, რომ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  ცენტრის თანამშრომლებს სამსახურებში დარჩენა შესთავაზა, რაზეც ცენტრის წარმომადგენელთა მხრიდან უარი მიიღო. 

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, “საკითხის დაინტერესებიდან გამომდინარე, კოკა სეფერთელაძე განცხადებას დღეს გააკეთებს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი