გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, მაია გაბუნას თქმით, ამ წუთებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრში იმყოფება.
“ჯერ არ ვიცით, რაზე ექნება საუბარი მინისტრს ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრა ამ წუთებში იწყება,”- ამბობს მაია გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 მაისს განათლების სამინისტრომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ ცენტრის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დაწერა.
“თუ მაია მიმინოშვილი განათლების სისტემაში მისი ხედვების გამო არის გათავისუფლებული, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ ხედვებს იზიარებს,”- ამბობს გაბუნია





