საზოგადოება

არაასაკობრივი პენსიის დანამატის სანაცვლო ვაუჩერები არ დარიგებულა

1 მარტი, 2012 •
არაასაკობრივი პენსიის დანამატის სანაცვლო ვაუჩერები არ დარიგებულა

არაასაკობრივ პენსიონერებს მერიის მიერ დაპირებული საპენსიო ვაუჩერები, რომლებიც თებერვალში უნდა გადაცემოდათ, ამ დრომდე არ მიუღიათ.

პენსიაზე მოხსნილი დანამატი, რომელიც 10 ლარს შეადგენდა, არაასაკობრივ პენსიონერებს სადაზღვევო პაკეტებით ჩაუნაცვლეს, თუმცა მათ, ვინც მერიის ამ ინიციატივამდე უკვე დაზღვეული იყო, მერია გაზისა და ელექტროენერგიის 120– ლარიან ვაუჩერს დაჰპირდა.

როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ვაუჩერების გაცემის შეფერხება მონაცემთა ბაზაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება, მათ არ გააჩნდათ იმ ადამიანების ზუსტი სია, ვინც მერიის ინიციატივამდე დაზღვეული იყო:

“მიმდინარეობს არაასაკობრივი პენსიონერების მონაცემთა ბაზის დადგენა, აქამდე ძალიან ცვალებადი ბაზა იყო და მათი მონაცემები დაზუსტებული არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მონაცემები დაზუსტდება, დაახლოებით მარტის ბოლოსთვის, ვაუჩერების გაცემას დავიწყებთ”, – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენელი კობა ნადირაძე თვლის, რომ მონაცემების დაზუსტება მანამდე უნდა მომხდარიყო, სანამ პროგრამის განხორციელება დაიწყებოდა, რადგან გამოდის, რომ პროგრამის განხორციელება გაუაზრებლად და სპონტანურად, წინასწარი შესწავლის გარეშე ხდება.

ამავე თემაზე:

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი