საზოგადოება

ფრინველის გრიპის მუტაცია და ახალი საფრთხე

30 აგვისტო, 2011 • • 2293
ფრინველის გრიპის მუტაცია და ახალი საფრთხე

ფრინველის გრიპი, რომელმაც მუტაცია განიცადა და რომელზეც ვაქცინა არ მოქმედებს,  უახლოეს მომავალში აზიაში გავრცელდება. ახალი ეპიდემიის დაწყების ნიშნები უკვე გამოჩნდა რამდენიმე ქვეყანაში. ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

ვირუსი უკვე გავრცელდა ვიეტნამში და ის საფრთხეს უქმნის ტაილანდს, მალაიზიასა და კამბოჯას. მიმდინარე წელს ვირუსის ახალი შტამით აღნიშნულ ქვეყნებში უკვე 9 ადამიანი დაიღუპა.

სპეციალისტების თქმით, იმის წინასწარ განსაზღვრა,  თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვიეტნამსა და ჩინეთში აღმოჩენილი ფრინველის გრიპის ახალ შტამს, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

გაეროს საკვებისა და აგროკულტურის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გრიპის ახალი შტამი გადამფრენი ფრინველების საშუალებით გავრცელდება. ამ გზით ბოლო ორი წლის მანძილზე ფრინველის გრიპი ისეთ ქვეყნებში გავრცელდა, სადაც, როგორც წესი, ეს დაავადება არ არსებობდა. ასეთ ქვეყნებს შორისაა: ისრაელი, ბულგარეთი, რუმინეთი, ნეპალი და მონღოლეთი.

ბოლო დროს ვიეტნამში გავრცელებული ახალი ვირუსი კი, სხვა ქვეყნების გარდა, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს იაპონიისა და სამხრეთ კორეასათვის. გაეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს უსაფრთხოების ზომების გამნკაცრებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი