საზოგადოება

საკონცენტრაციო ბანაკის ბოლო გეი მოწმე გარდაიცვალა

8 აგვისტო, 2011 • 2429
საკონცენტრაციო ბანაკის ბოლო  გეი მოწმე  გარდაიცვალა

„დოიჩე ველეს“ ცნობით დღეს, 8 აგვისტოს საფრანგეთში დაკრძალავენ ბოლო გეის, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო ნაცისტებმა  საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს.

რუდოლფ ბრაცდა 1913 წელს დაიბადა გერმანიაში და ცხოვრობდა ლაიპციგში, როგორც „ღია“გეი (არ მალავდა),  ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე. პირველად ის 1937 დააპატიმრეს და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი  გერმანიიდან ჩეხოსლოვაკიაში გაასახლეს.

ამ რეგიონის ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ ბრაცდა 1941 წელს მეორედ დააპატიმრეს  ჰომოსექსუალობის გამო ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს. ბანაკში ბრადცი, ისევე როგორც სხვა ჰომოსექსუალები, იძულებული იყვნენ ეტარებინათ ვარდისფერი სამკუთხედი, რათა ასე მომხდარიყო მისი, როგორც გეის იდენტიფიცირება. (მოგვიანებით, სწორედ ვარდისფერი სამხუთხედი გახდა ჰომოსექსუალთა უფლებების სიმბოლო). ბუხენვალდის ბანაკში ის 1945 წლამდე იმყოფებოდა, ვიდრე ამერიკელმა ჯარისკაცებმა არ გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ ბრაცდა აღმოსავლეთ საფრანგეთში, გერმანიის საზღვართან დასახლდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით მან 50 იან წლებში გაიცნო ედუარდ მეიერი, რომელიც მისი პარტნიორი იყო ნახევარი საუკუნე. მეიერი 2003 წელს გარდაიცვალა.

„დოიცე ველეს“ ცნობით ბრაცდა დიდხანს იყო ჩუმად და არავინ იცოდა რა გადახდა მას საკონცენტრაციო ბანაკში.

2008 წლის მაისში ბერლინის მერმა, კლაუს ვოვერაითმა, რომელიც ღია გეია,  გახსნა მემორიალი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დროს დევნილი ჰომოსექსუალების  ხსოვნას ეძღვნება.  ბრაცდამ ტელევიზორში ნახა ცერემონია და დაუკავშირდა ორგანიზატორებს რათა შეესწორებინა ინფორმაცია, თითქოს საკონცეტრაციო ბანაკის უკანასკნელი მოწმე გეი უკვე მკვდარი იყო.

ამის შემდეგ  95 წლის ბრაცდა ბერლინში ჩავიდა და  წიტელი ვარდით, ბერლინის მერთან ერთად ეწვია მემორიალს.

„ის, [ბრაცდა] იყო მაგალითი, რომელმაც აჩვენა როგორი მნიშნელოვანია  მემორიალი ჩვენი მომავლისთვის“, – თქვა ბერლინის მერმა ბრაცდაზე გარდაცვალებაზე–  „რადგან ცოტა და ცოტა ხალხია ვისაც შეუძლია გვითხრას  დევნაზე პირველწყაროდან ნაცისტური რეჟიმის მიერ“.

გასულ წელს ბრაცდა ეწვია ბუხენვალდს, მემორიალის ცერემონიალზე, როგორც საპატიო სტუმარი. მას თან ახლდა მისი ბიოგრაფი ალექსანდრე ზინნი, რომელიც „დოიჩე ველესთან“  ინტერვიუში ამბობს, რომ ბრაცდა, როცა ეკითხებოდნენ წარსულზე,    ყოველთვის  ახსენებდა “იღბალს”.

დაახლოებით 10–15 ათასი გეი მოათავსეს საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტური რეჟიმის დროს, რადგან დაავადებად მიჩნეული ჰომოსექსუალობა ეწინააღმდეგებოდა ჰიტერის  წმინდა სისხლის არიული რასის იდეას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან 1990 წელს ამოიღო. საქართველო იყო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2010 წელს მიიღო რეზოლუცია „სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისა და სქესის იდენფიტიფიკაციის შესახებ”. დოკუმენტის მიღებით სახელმწიფოებს მიეცათ რეკომენდაცია უზრუნველყონ ლგბტ (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი) საზოგადოების ძალადობისგან და სიძულვილის ენისგან დაცვა.  საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ,  უნდა გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია.

 


ბრადცა ბერლინში, მემორიალთან. მემორიალი წარმოადგენს ბეტონის კონსტრუქციას,

რომლის „ფანჯრიდან“ ხედავ გეი წყვილის კოცნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი