სამართალი

შსს ამბობს, რომ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

2 ივნისი, 2011 • • 1044
შსს ამბობს, რომ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

შს სამინისტროს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა “აღკვეთა ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა”.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცავებმა გალის რაიონში მცხოვრები ორი ადამიანი დააკავეს. შსს ამბობს, რომ მათ თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც გაუვნებელყოფილი  იქნა წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.

“დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა– იგორ ვლასოვმა  და სერგეი კუზმინმა”,–ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი