ნეტგაზეთი | «ნუგეშის» დირექტორი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს «ნუგეშის» დირექტორი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

«ნუგეშის» დირექტორი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა შპს “ნუგეშის” დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი, თუმცა არც სიბაშვილსა და არც მის კომპანიას არაფერი აქვთ საერთო იმ «ნუგეშთან», რომელიც სასურსათო მაღაზიების ქსელს ფლობს თბილისში.

მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა შპს “ნუგეშის” დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი, თუმცა არც სიბაშვილსა და არც მის კომპანიას არაფერი აქვთ საერთო იმ «ნუგეშთან», რომელიც სასურსათო მაღაზიების ქსელს ფლობს თბილისში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს «ნუგეში» სიბაშვილმა 1999 წელს დააფუძნა წმ. ბარბარეს მშენებლობის ფონდთან ერთად, თუმცა სიბაშვილი აღნიშნული ფონდის გამგეობის წევრიც იყო. 2010 წლის ივნისიდან გიორგი სიბაშვილი შპს «ნუგეშის» 100%–ანი წილის მფლობელი და დირექტორი გახდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2000-2010 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა უზრუნველსაყოფად გამოიყო 10 50 000 ლარი, რომელიც საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციას” გადაეცა. ამ უკანასკნელმა კი ხელშეკრულება შპს «ნუგეშთან» გააფორმა 6 900 000 ლარის მედიკამენტების მიწოდებაზე.

გამოძიები ინფორმაციით, “ნუგეშის” დირექტორი გიორგი სიბაშვილი მედიკამენტების ექსპორტს ახორციელებდა სამი უცხოური ფირმის – იტალიური KEDRION SPA, ჩინური – RARE ANTIBODY ANTIGEN SUPPLY, INC და ამერიკული – TALECRIS HEALTH CARE LLC საშუალებით.

პროკურატურის მონაცემებით, საქართველოში მედიკამენტების იმპორტირებისას შპს “ნუგეშის” დირექტორი აყალბებდა შემოტანილი პროდუქციის ინვოისებს და საბაჟო დეკლარაციებში შეჰქონდა ხელოვნურად გაზრდილი ფასები, რითაც ზრდიდა მედიკამენტების ღირებულებას. სანაცვლოდ კი, აღნიშნული კომპანიები ე.წ «ატკატის» სახით რიცხავდნენ თანხებს სიბაშვილის ანგარიშებზე “საქართველოს ბანკსა” და ბანკ “რესპუბლიკაში”.

სიბაშვილს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) და საბაჟო დოკუმენტების გაყალბება. პროკურატურის ინფორმაციით, 2000-2010 წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 6 900 000 ლარიდან შპს “ნუგეშის” დირექტორმა 1 700 000 ლარი მიითვისა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი სიბაშვილის 12 წლამდე პატიმრობა ე
მუქრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი