სამართალი

მოსამართლის რეაქცია ებრაელი ბიზნესმენის რეპლიკაზე

28 მარტი, 2011 •
მოსამართლის რეაქცია ებრაელი ბიზნესმენის რეპლიკაზე

ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის საბოლოო სიტყვას მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი გამოეხმაურა და განსასჯელს ქართული მართლმსაჯულების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„მე მინდა გამოვიყენო ეს დრო, რათა განვმარტო, თუ რატომ გადავწყვიტე, არ მიმეცა ჩვენება ამ ე.წ. სასამართლოზე და მსურს მოვახდინო იმის დემონსტრირება, რომ მე ვარ საქართველოს სახელწმიფოს პროკურორების სისხლის სამართლის გეგმის მსხვერპლი,“ – განაცხადა რონი ფუქსმა პროცესზე.

განსასჯელს სიტყვა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა გააწყვეტინა: „მე განვმარტავ, რომ ეს არის შეურაცხყოფა და უპატივცემულობის გამოვლენა სასამართლოს მიმართ, ამ შეურაცხყოფის გამეორება ჩემ მიერ რეაგირებული იქნება საქართველოს საპროცესო კოდექსის 85–ე მუხლით დადგენილი წესებით,“ – განაცხადა მოსამართლემ.

ამის შემდეგ რონი ფუქსის ადვოკატმა 10–წუთიანი შესვენება მოითხოვა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა კი ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია, გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე დღევანდელ პროცესზე ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი