შსს-ს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული გ.ქ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზემოხსენებული მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *