სამართალი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა მომდინარეობს

12 თებერვალი, 2016 • 1160
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა მომდინარეობს

დღეს, 12 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა მომდინარეობს.

იუსტისიის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკომენტის თანახმად, დღეს კენჭს უყრიან 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე. კანდიდატთა სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. თუმცა, ეს პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურულია.

იმისათვის, რომ პირი მოსამართლედ აირჩიონ, სჭიროა, მას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10–მა წევრმა მაინც უნდა მისცეს. კენჭისყრა ფარულია.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის არსებული წესი ხარვეზიანია და მის შეჩერებას მოითხოვენ. მათ არსებული წესის არაკონსტიტუციურად ცნობით მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი