სამართალი

ავტოავარიები უმსხვერპლოდ დასრულდა

15 მარტი, 2011 • • 1053
ავტოავარიები უმსხვერპლოდ დასრულდა

დღეს, 20:30 საათზე, წყნეთიდან რკინიგზის სადგურისკენ მოძრავი ნომერი 34 ავტობუსი ავტოავარიაში მოყვა. თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს  3 ავტომობილი დაეჯახა-მუნიციპალური ავტობუსი, BMW-სა და ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილები. ავარიისას სერიოზულად არავინ დაშავებულა, უვნებლად გადარჩნენ ავტობუსის მგზავრებიც. როგორც ავტობუსის მგზავრებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, ავარია ერთ-ერთმა მსუბუქმა ავტომობილმა გამოიწვია, თუმცა კარგად ვერ დაინახეს მოძრაობის წესები ვინ დაარღვია. პოლიციამ კი კომენტარი არ გაუკეთებია.

დაახლოებით 15 წუთში მეორე ავტოავარია მოხდა საბურთალოს ქუჩაზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. წინა შემთხვევის მსგავსად სასწრაფო დამხარების გამოძახება არც აქ გახდა საჭირო. ორივე შემთხვევას საპატრულო პოლიცია იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი