სამართალი

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

14 მარტი, 2011 • • 2732
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი ზაზა ჯანელიძე, ადვოკატი გიორგი გვათუა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მამუკა ნადიბაიძე და მოქალაქე ზურაბ არჯევანიძე.

სამართალდამცველთა თქმით, ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ მეწარმე გიორგი კიკნაძეს და იარაღის მუქარით 40 000 ამერიკული დოლარი და 30 000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გამოსძალეს.

დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი