სამართალი

საქართველოში ონლაინ საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა

11 მარტი, 2011 • • 1706
საქართველოში ონლაინ საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა

საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საჯარო განცხადებები და მთლიანი ქართული კანონმდებლობა ამიერიდან ონლაინ რესურსის matsne.gov.ge-ს საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც 1998 წლიდან 2010 წლის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალური ბეჭდური გამოცემა იყო. 2011 წლიდან კი  ინტერნეტში გააგრძელებს არსებობას.

matsne.gov.ge-ზე განთავსებულ ყველა ნორმატიული აქტი და დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონე იქნება, გარდა ამისა, მომხმარებელს შეეეძლება კანონში განხორციელებულ ცვლილებების ისტორიას თვალყური ადევნოს. კანონში შესული ნებისმიერი ცვლილება ამ ონლაინ რესურსში დაუყოვნებლივ აისახება.

ნებისმიერ მომხმარებელს matsne.gov.ge-ს სიახლეების გამოწერა პერსონალურ ელ. ფოსტაზეც შეუძლია. ვებგვერდზე  „შეკითხვების“ განყოფილებც არის, რომელიც ჯერჯერობით არ ამუშავებულა. 11 მარტის მონაცემებით, „მაცნეს“ ონლაინ საკანონმდებლო ბაზაში 26 433 დოკუმენტია ატვირთული.

მასალების გადაბეჭდვის წესი