სამართალი

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი დაკავებულია

18 დეკემბერი, 2015 • 1047
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი დაკავებულია

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2015 წლის 2 სექტემბრიდან ძებნილი, 30 წლის ნიკოლოზ კ. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2015 წლის 30 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 24 წლის ლუიზა ფ-ს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ კ-ს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

დაკავებული გადაყვანილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი