სამართალი

სპეცოპერაცია თბილისში – მოკლულია ერთი პირი

14 დეკემბერი, 2015 • 1160
სპეცოპერაცია თბილისში – მოკლულია ერთი პირი

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 54 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ერთი პირი და ერთი ფეხის არეში დაჭრა.

დაკავებისას, როგორც პოლიცია აცხადებს, ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

რუსთავი 2-ის ცნობით, მოკლული პირი ექიმია.

მასალების გადაბეჭდვის წესი